Wednesday, December 4, 2013

საქართველოს გარემოს დაცვა.



1.პროექტის სახელწოდება:საქართველოს გარემოს დაცვა.
2.პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობას,ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებებს
3.პროექტის მიზნები:ამ პროექტის მიზანია მოსწავლეები  აქტიურად ჩაებნენ საქართველოს გარემოს დაცვის ღონისძიებებში–შეისწავლონ საქართველოს მდინარეები,ტბები ,ფლორა და ფაუნა,დასახონ მათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები.
4.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი იზრუნონ თავიანთი სამშობლოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე,მიუთითონ სხვებსაც აღნიშნული პრობლემის შესახებ.
5.მონაწილეთა ასაკი:16–17 წელი(XI კლასი)
6.ვადები/ხანგრძლივობა: 1,5 თვე,20013 წლის აპრილი–მაისი.
7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პრეზენტაცია,კონფერენცია,ექსპერიმენტები,ბუკლეტები,თბილისის ქუჩების,სკვერებისა და დასასვენებელი ბაღების დასუფთავება,ხეების დარგვა.საქართველოს ზოგიერთი მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა,საქართველოს წითელ წიგნში შესაყვან მცენარეებისა და ცხოველების აღწერა და ამ პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი,ეკრანი,თეთრი და ფერადი ფურცლები,ფლომასტერი,ტრანსპორტი,ფოტო და ვიდეო აპარატი,რუქა,ატლასი,სინჯარები,ინდიკატორი
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):1)პროექტის იდეის გაცნობა,2)ჯგუფების შექმნა,დავალებების მიცემა,3)გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრმლობა,4)გასვლითი ღონისძიებები ქალაქგარეთა და ქალაქში,5)ინტერვიუ სამინისტროს წარმომადგენლებთან,6)ფოტო და ვიდეო მასალის მომზადება,7)ბლოგის შექმნა
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია–საქართველოს გამოსაკვლევი ობიექტების რუქაზე მონიშვნა;ისტ–ი–ინფომაციის მოძებნა ინტერნეტის გამოყენებით,პრეზენტაციისა და კონფერენციის მოწყობა,ბლოგის შექმნა.
11.პროექტის ხელმძღვანელი:–მაია თათრიშვილი–შონია
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tatrishvilimaia@gmail.com
13.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:maiatatrishvili.blogspot.com/